ჩვენ

შესახებ

   ჩვენ შესახებ

GBTIMES Georgia წარმოადგენს უნიკალური სერვისების პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია იდეა წარმატებულ რეალობად აქციოს.

2013 წლიდან GBTIMES Georgia არაერთი წარმატებული იდეის, მარკეტინგული კამპანიის, მედია პროექტის, ღონისძიების და WEB პლატფორმის ავტორია.

საერთაშორისო მედია ჰოლდინგ GBTIMES -ის პარტნიორობა კომპანიას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იყოს კონკურენტული ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

თანამედროვე  სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველჰყოფს GBTIMES Georgia-ს მომსახურების ხარისხს.

პროფესიონალთა გუნდი პასუხისმგებელია ეფექტური და ოპერატიული მომსახურება გაუწიოს დამკვეთს. მუდმივი დაკვირვება თანამედროვე ტენდენციებზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი უპირატესობის განმსაზღვრელია.

GBTIMES Georgia უნიკალური მომსახურებით დაზოგავს თქვენს დროს და ერთ სივრცეში წარმოგიდგენთ ყველა იმ მომსახურებას, რომელიც თქვენს იდეას დაუვიწყარს, წარმატებულს და მომგებიანს გახდის.

   ხმის ჩამწერი სტუდია

ჩვენი ხმისჩამწერი სტუდია გვაძლევს საშუალებას შევქმნათ მრავალი ტიპის ხარისხიანი აუდიო კონტენტი. სიმღერა, სარეკლამო რგოლი, სატელეფონო ავტომოპასუხე, ვიდეო კონტენტის გახმოვანება, რადიო ეთერის ან გადაცემების შეფუთვა - ეს არის იმის მცირე ჩამონათვლი რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია.                                                                              

   ვიდეო სტუდია

უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა, პორტატული განათების სისტემა და სხვადასხვა ფერის ფონი,  გვაძლევენ საშუალებას გადავიღოთ საუკეთესო ხარისხის ვიდეო კონტენტი, როგორც ჩვენთან სტუდიაში, ასევე ნებისმიერ სხვა სივრცეში. მუსიკალური კლიპი, კომერციული ვიდეო, ღონისძიებების გადაღება და მრავალი სხვა ტიპის ვიდეო მომსახურება - ჩვენ ეს შეგვიძლია!

   ფოტო სტუდია

მსოფლიოში უახლესი სტანდარტის ფოტო ტექნიკა, პორტატული განათების სისტემა და სხვადასხვა ფერის ფონი, გვაძლევენ საშუალებას გადავიღოთ საუკეთესო ხარისხის ფოტო მასალა, როგორც ჩვენთან სტუდიაში, ასევე ნებისმიერ სხვა გარემოში. შეაფასეთ ჩვენი მომსახურების ხარისხი, იხილეთ ჩვენი ნამუშევრები ფოტო გალერეაში

   საეთერო სტუდია

როდესაც ჩვენ ვქმნიდით საეთერო სტუდიას, ძირითადი მიზნები იყო: ხარისხიანი ხმა, განსაკუთრებული ვიზუალური მხარე, კომფორტი და მრავალფუნქციურობა. ჩვენ საეთერო სტუდიას აქვს ორი ძირითადი მიმართულება, თოკ-შოუ და მუსიკალური ზონა. ორივე ნაწილში არის გათვლილი ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის საჭირო განათება და სამუშაო სივრცე.